21 დეკემბერი 2024,   20:21
ვრცლად
პირველი ქართველი მილიონერი, რომელმაც ნაძვის ხის მინის პირველი სათამაშო შექმნა - როგორ შეცვალა რაჭველმა ბიჭმა მსოფლიოსთვის შობა-ახალი წელი

პირველმა ქართველმა მილიონერმა, გრიგოლ კობახიძემ, იგივე ჯორჯ კობიმ დაახლოებით, ერთი საუკუნის წინ ამერიკელებისთვის შობა შეცვალა. მან პირველმა დაამზადა ნაძვის ხის მოსართავად მინის სათამაშოები. გარდა ამისა, ნამდვილი სანთლები ელექტრო-სანთლებით შეცვალა. "კობი – ეს შობაა" - ამ წარწერით ნაძვის ხის დეკორაციები ჯერ ამერიკას, შემდეგ კი მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში გავრცელდა. რაჭაში დაბადებული ბიჭის სახელიც მილიონობით ადამიანმა გაიგო. გზა რაჭის პატარა სოფელ თხმორიდან დიდ ამერიკამდე - "კურიერი P.S."-მა რეპორტაჟი მოამზადა.

გრიგოლ კობახიძე 1883 წელს რაჭაში, სოფელ თხმორში დაიბადა. 10 წლის ასაკში სახლიდან გაიპარა, უფროს ძმას ბორჯომში ჩააკითხა და მასთან ერთად ბორჯომის მინის ქარხანაში მუშაობა დაიწყო. ასე დაიწყო გრძელი, რთული და მრავალფეროვანი გზა წარმატებამდე. 26 წლის ამერიკაში მოხვდა და გრიგოლ კობახიძე ჯორჯ კობი გახდა.

კობი საქართველოში ორჯერ დაბრუნდა, მაგრამ საბჭოთა რეჟიმმა იძულებული გახადა სამშობლო სამუდამოდ დაეტოვებინა. ნათესავების ამერიკაში წაყვანაც სცადა, თუმცა უშედეგოდ. კობიზე საუბარს ოჯახშიც ვერ ბედავდნენ. მისი ძმის, ერასტის შვილიშვილი, გოჩა კობახიძე გვიყვება, რომ შთამომავლებს ბაბუისგან მხოლოდ ორი ფოტოსურათი შემორჩათ.

შთამომავლებს ვერაფერი, თუმცა ქართველმა გამომგონებელმა მსოფლიოს ბევრი და მნიშვნელოვანი გამოგონება დაუტოვა. ავტომატური კალამი, სამედიცინო ამპულა, წყალგამძლე ცემენტი. ის იყო პირველი ქართველი მილიონერია ამერიკაში.

 

ავტორი: ანი გენებაშვილი

დღის ამბები