16 ნოემბერი 2024,   00:44
ვრცლად
მთავრობის მიერ დამტკიცდა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმა, რომელიც გათვლილია 2024-2026 წლებზე - ნიკო თათულაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართა, სადაც 21 საკითხი განიხილეს. მათ შორის, იმსჯელეს მთავრობის დადგენილების პროექტზე - "ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ".

პრემიერ-მინისტრის მრჩეველის ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილის განცხადებით, პროცესი ინკლუზიურად წარიმართა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, პროექტში დამატებით 25 რეკომენდაცია გაითვალისწინეს.

"მთავრობის მიერ დამტკიცდა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმა, რომელიც გათვლილია 2024-2026 წლებზე. გეგმის შემუშავების პროცესი წარიმართა ინკლუზიურად, ჩართულები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

გვქონდა, კონსულტაციები მუნიციპალიტეტებთანაც, ასევე გვქონდა კონსულტაციები საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან. შედეგად, დამატებით, დაახლოებით, 25 რეკომენდაცია გაითვალისწინა სამოქმედო გეგმამ.

გეგმა ოთხი მიმართულებით მუშაობს, ეს გახლავთ: სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, მათ შორის, მართლმსაჯულების განხორციელება, ეკონომიკური და სოციალური უფლებები, თანასწორობის საკითხები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები და ოკუპაციის შედეგად დაზარალებული მოქალაქეების უფლებების დაცვის საკითხები", - განაცხადა ნიკო თათულაშვილმა.

დღის ამბები