06 ივლისი 2024,   01:47
ვრცლად
46 წელი ქართული ეკლესიის სათავეში - დღეს სრულიად საქართველო ილია მეორის აღსაყდრებიდან თითქმის ნახევარი საუკუნის იუბილეს აღნიშნავს

46 წელი ქართული ეკლესიის სათავეში - დღეს სრულიად საქართველო ილია მეორის აღსაყდრებიდან თითქმის ნახევარი საუკუნის იუბილეს აღნიშნავს. 1977 წლის 23 დეკემბერს სამოციქულო ეკლესიის მიერ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად არჩეულმა ილია მეორემ, ჯერ ქვეყნის დამოუკიდებლობამდე, შემდეგ კი უკვე თავისუფალი საქართველოს ყველაზე რთული ეტაპები თავის ხალხთან ერთად გაიარა, მათ შორის - უმძიმესი 4 ომი, სტიქიური უბედურებები და შიდა დაპირისპირება.

ჯერ კომუნისტური რეჟიმი აიძულა, უკან დაეხია და ქართული ეკლესიის ავტორიტეტი ეცნო, შემდეგ კი მსოფლიო ეკლესიას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ქრისტიანობის უძველეს კერას წარმოადგენდა, შესაბამისად, 1990 წელს კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენა აღიარა, რის შემდეგაც, ქვეყნის მოსახლეობამ, რომელსაც საბჭოთა რეჟიმი ლოცვასაც კი უკრძალავდა, ტაძარში სიარული დააწყებინა.

ილია მეორის ავტორიტეტს აღიარებს მსოფლიოს ყველა კონფესია, რაც არაერთხელ აისახა საქართველოს უახლეს ისტორიაში, მათ შორის - 2008 წელს, როდესაც პატრიარქმა, პირადი ავტორიტეტის გამოყენებით, ოკუპირებული ტერიტორიიდან ჯერ ქართველი სამხედროების ცხედრები დააბრუნა, შემდეგ კი დიდი როლი ითამაშა სოფელ პერევის დეოკუპაციაში.

დღის ამბები