05 ივლისი 2024,   23:58
ვრცლად
უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები კვლავ აქტიურ ფაზაშია - ფრონტზე 76 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა

უკრაინაში, სადაც საბრძოლო მოქმედებები კვლავ აქტიურ ფაზაშია, საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში, მათ შორის, კიევში რაკეტებითა და დრონებით შესაძლო თავდასხმის საფრთხის გამო ჩაირთო.

4-ჯერ დაიბომბა არტილერიითა და ქვემეხებით სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები, დაფიქსირდა 15 აფეთქება. საჰაერო თავდაცვამ ოლქში რუსული დრონი გაანადგურა.

დაიბომბა ნიკოპოლის რეგიონი დნიპროპეტროვსკის ოლქში, დაფიქსირდა აფეთქებები მიკოლაივშიც.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ფრონტზე თავდაცვის ძალებსა და რუსულ ჯარებს შორის, 76 საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოგიუმ პუტინთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა, ქალაქ მარინკაზე სრული კონტროლი მოიპოვეს. უკრაინაში კი აცხადებენ, რომ მარინკასთვის ბრძოლა გრძელდება და მის სრულ დაპყრობაზე საუბარი არასწორია.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ყირიმში რუსული სადესანტო გემი გაანადგურეს, რომელსაც საჰაერო ძალების ინფორმაციით, "შაჰედის" ტიპის დრონები გადაჰქონდა. მანამდე ყირიმში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა, ოკუპანტებმა ყირიმის ხიდზე მოძრაობაც შეაჩერეს.

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა, უმაღლეს რადას მობილიზაციისა და სამხედრო აღრიცხვის გაუმჯობესების შესახებ კანონპროექტი წარუდგინა. კანონპროექტი, სხვა საკითხებთან ერთად, გაწვევის ასაკის 27-დან 25 წლამდე შემცირებასაც ითვალისწინებს.

დღის ამბები