ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ერაყში იმ სამი ლოკაციის დაბომბვის ბრძანება გასცა, რომელსაც "ჰეზბოლა" და მასთან დაკავშირებული ჯგუფები იყენებდნენ.
შტატების საპასუხო იერიში მას შემდეგ განხორციელდა, რაც "ჰეზბოლამ" ჩრდილოეთ ერაყში დრონებით თავდასხმა დაადასტურა. შემთხვევისას დაიჭრა 3 ამერიკელი სამხედრო.
ამერიკულმა თავდასხმამ გაანადგურა სამიზნე ობიექტი, ვრცელდება ინფორმაცია "ჰეზბოლას" ერთ-ერთი მებრძოლის ლიკვიდაციის შესახებაც.
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა, დარტყმებს "აუცილებელი და პროპორციული" უწოდა. ლოიდ ოსტნის განცხადებით, ამერიკა არ მოერიდება საჭირო ზომებს შტატების, მისი სამხედროების, ობიექტებისა და მათი ინტერესების დასაცავად.