თბილისის მერმა 2023 წელი შეაჯამა. კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე იმ სამუშაოებისა და პროექტების შესახებ ისაუბრა, რომლებიც წელს დედაქალაქის მასშტაბით შესრულდა.
მერის ინფორმაციით, მოწესრიგდა 500-ზე მეტი ქუჩა, აქედან 22 ახალია. 38 მილიონი ლარი დაიხარჯა ავარიული შენობების რეაბილიტაციისთვის. 81 მილიონი ჯანდაცვის მიმართულებით. 33 000-მა ბენეფიციარმა მედიკამენტების დაფინანსება მიიღო. დახმარება მიიღო უსახლკარო სტატუსის მქონე 94 ოჯახმა. დააკმაყოფილეს 620 კოოპერატიული ბინათმესაკუთრე.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, შესრულდა სხვადასხვა პროექტი გამწვანების, სპორტის, განათლების და კულტურის მიმართულებითაც.