16 ნოემბერი 2024,   00:49
ვრცლად
ამ მეტად რთულ, ტურბულენტურ, გეოპოლიტიკურ ვითარებაში მოვახერხეთ, რომ შევინარჩუნეთ მშვიდობა, სტაბილურობა და ძლიერი ეკონომიკური განვითარება - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, "ელჩების კონფერენცია 2023-ზე" სიტყვის გამოსვლისას, ქვეყნისათვის მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ მეტად რთულ, ტურბულენტურ, გეოპოლიტიკურ ვითარებაში მოახერხა შეენარჩუნებინა მშვიდობა, სტაბილურობა და ძლიერი ეკონომიკური განვითარება, რამაც უკვე კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მოტანა დაიწყო.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ბოლო სამი წელია, საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ეკონომიკა აქვს.

"მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვიდა ეროვნული მთავრობა და ეროვნული ინტერესების გამტარებელი ხელისუფლება, დაიწყო კონკრეტული შედეგების მოტანა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის, ეს არის რეალობა. ჩვენმა ხელისუფლებამ ამ მეტად რთულ, ტურბულენტურ, გეოპოლიტიკურ ვითარებაში მოვახერხეთ ის, რომ შევინარჩუნეთ მშვიდობა, სტაბილურობა და ძლიერი ეკონომიკური განვითარება, რამაც უკვე კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მოტანა დაიწყო და მოიტანა ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის.

კარგად მესმის ის სირთულეები, რომელიც დღეს რჩება ჩვენს ქვეყანაში. მთავარი გამოწვევა, ბუნებრივია, არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია და სამწუხაროდ, 20 პროცენტი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების არის ოკუპირებული და ვერ ვახორციელებთ კონტროლს ჩვენს ტერიტორიებზე. ამას გარდა, რჩება გამოწვევად ჯერ კიდევ მაღალი უმუშევრობის დონე, სიღარიბის დონე, თუმცა მინდა აქვე აღვნიშნო, რომ წელს, ძლიერი ეკონომიკური განვითარების შედეგად, სიღარიბისა და უმუშევრობის დონე ჩამოვიდა ისტორიულ მინიმუმზე. ასევე ქვეყნის ეროვნული რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ამ რთულ ვითარებაში ჩვენთვის მთავარი სახელმძღვანელო, მთავარი პრინციპი და ასე ვთქვათ კონსტიტუცია, ამ სიტყვის გამოყენებას არ მოვერიდები, არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები.

ბატონმა მინისტრმა აღნიშნა და მინდა, გავიმეორო – ჩვენ დღეს ვიმყოფებით გარემოში, სადაც ყოველ დღე იცვლება მსოფლიო წესრიგი და ვხედავთ, რომ ჯერ-ჯერობით ამ პროცესის გაჩერება შეუძლებელია. ამიტომ, ასეთ ვითარებაში, ისეთი ქვეყანა, როგორიც არის საქართველო, თავისი გამოწვევებით, თავისი ეროვნული ინტერესებით, რა თქმა უნდა, კიდევ ვიმეორებ, ჩვენ არ გვაქვს უფლება არ ვიხელმძღვანელოთ მხოლოდ ეროვნული ინტერესებით. შესაბამისად, მეგობრებო, სახეზე არის კონკრეტული შედეგი. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვიდა ეროვნული მთავრობა და ეროვნული ინტერესების გამტარებელი ხელისუფლება, დაიწყო კონკრეტული შედეგების მოტანა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის. ეს არის რეალობა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

დღის ამბები