16 სექტემბერი 2024,   22:58
ვრცლად
აჯობებს ოპონენტები გადაეჩვიონ ჰიპოტეტურ შეფასებებს, მათი კონკრეტული ქმედებებით და უპასუხისმგებლო შეფასებებით ხშირად აზიანებდნენ პროცესს - ილია დარჩიაშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა მმართველი ევროკავშირის 9 დათქმის შესრულების პროცესთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა.

როგორც დარჩიაშვილი აცხადებს, დათქმის შესრულების სამოქმედო გეგმაზე მუშაობისას მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდათ ევროკომისიასთან. 

მინისტრი ოპონენტებს მოუწოდებს მმართველ გუნდთან ერთად იმუშაონ 9 დათქმის შესრულების გეგმაზე და აქვე აცხადებს, რომ მათი ოპონენტების უპასუხისმგებლო განცხადებები აზიანებდა საქართველოსთვის ევოკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს. 

"ევროკომისიასთან ძალიან მჭიდრო კომუნიკაციით გავიარეთ ყველა მიმართულება, ვიმსჯელეთ შემდგომში გადასადგმელ ნაბიჯებზე, შესაბამისად, ეს დოკუმენტი იქნა გაზიარებული მათთვის. ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას, აქ შეიძლება რომელიმე თარიღი, რომელიმე აქტივობა დაკორექტირდეს. ეს არის სამუშაო პროცესი, რომელსაც ჩვენ, როგორც მანამდე, გავაგრძელებთ, რადგან საქართველოს ევროინტეგრაციის გზა გადის სწორედ დინამიკურ რეფორმებზე, რომელსაც ჩვენ ვატარებდით, ვატარებთ და მომავალშიც გავატარებთ.

ამ დოკუმენტში ყველაფერი ვერ იქნება მოცემული. დოკუმენტში გაცხადებულია მზაობა საქართველოს ხელისუფლების, აღმასრულებლის, პარლამენტის, რომ აქტიურად იმუშაოს ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან იმისთვის, რომ პროცესი გაგრძელდეს.

აჯობებს, ოპოზიცია და ჩვენი ოპონენტები გადაეჩვიონ ჰიპოტეტურ შეფასებებს. ვხედავთ რომ მათაც უხარიათ, თუმცა ჩვენმა მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ მათი კონკრეტული ქმედებებით, უპასუხისმგებლო შეფასებებით, ძალიან ხშირად, აზიანებდნენ ამ პროცესს. ვურჩევდი ჩვენს ოპონენტებს შევიდნენ პარლამენტში, იმუშაონ მმართველ გუნდთან", – განაცხადა დარჩიაშვილმა.

დღის ამბები