06 ივლისი 2024,   00:16
ვრცლად
მწერალთა სახლში, ქისტი მწერლის, ხასო ხანგოშვილის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

მწერალთა სახლში, ქისტი მწერლის, ხასო ხანგოშვილის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრას მეგობრები, სასულიერო პირები და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე უხუცესისთვის მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.

ქისტი მწერალი, ხასო ხანგოშვილი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წევრი იყო და აქტიურად მონაწილეობდა პანკისის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ის იკვლევდა და წერდა კავკასიელი ხალხის, მათი ცხოვრების და ბრძოლის ისტორიაზე. დაწერილი აქვს რამდენიმე წიგნი ქისტების შესახებ.

დღის ამბები