16 ნოემბერი 2024,   04:34
ვრცლად
მიმდინარე წელს ხე-ტყის უკანონო მოპოვების 1105 შემთხვევა გამოვლინდა

ხე-ტყის უკანონო მოპოვების 1105 შემთხვევა გამოვლინდა. ეროვნული სატყეო სააგენტო თითქმის უკვე გასულ წელს აჯამებს.

უწყების ინფორმაციით, 2023 წელს სააგენტოს თანამშრომლებმა უკანონოდ მოპოვებული 1500-ს კუბურ მეტრამდე ხის მასალა ამოიღეს. კანონდარღვევებს შორისაა, დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროებიც.

საქმეები, რომლებიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა, შემდგომი რეაგირებისთვის, გადაგზავნილია შესაბამის უწყებებში.

უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გადატანილია "საქმიან ეზოებში", საიდანაც მათი რეალიზაცია ხდება.

დღის ამბები