16 ნოემბერი 2024,   01:56
ვრცლად
მკაცრად ვგმობთ ამ უკანონო ქმედებას და ბათილად ვაცხადებთ ოკუპაციის დროს განხორციელებულ ყველა ქმედებას - ნიკოლოზ სამხარაძე რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შესახებ

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის მიერ რუსეთისთვის ბიჭვინთის ტერიტორიის გადაცემას აპროტესტებს

მისი განცხადებით, ოკუპაციის პერიოდში მიღებული ყველა გადაწყვეტილება ბათილია.

"გვიან ღამით აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტმა ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემის შესახების დოკუმენტის რატიფიცირება მოახდინა. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამ უკანონო ქმედებას და ბათილად ვაცხადებთ ოკუპაციის დროს განხორციელებულ ყველა სამართლებრივ ქმედებას. ეს გამოსწორდება მას შემდეგ, რაც საქართველო აღადგენს თავის იურისდიქციას აფხაზეთზე", - წერს ნიკოლოზ სამხარაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებით, ბიჭვინთის სამთავრობო აგარაკი რუსეთს გადაეცემა. გადაწყვეტილებას ადგილობრივები აქციებით აპროტესტებენ.

დღის ამბები