16 ნოემბერი 2024,   01:49
ვრცლად
ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე წარიმართა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. ცხარე დისკუსია 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას მოჰყვა.
 
ოპოზიციის განცხადებით, ბიუჯეტის პროექტში წარმომადგენლობითი ხარჯი ზედმეტად გაზრდილია. ოპოზიციამ ისაუბრა სტიქიის დროს დაზარალებული მოსახლეობის პრობლემებზეც და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
 
უმრავლესობის განცხადებით, ოპოზიცია ბიუჯეტის განხილვებს არ ესწრებოდა, მათი ყოველი ნაბიჯი კი პროვოკაციული და დესტრუქციულია.
 
საბოლოოდ, ოზურგეთის ბიუჯეტი სასტარტო 37 250 000 ლარით, ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა.
დღის ამბები