05 ივლისი 2024,   23:08
ვრცლად
უკრაინაში ინტენსიური ბრძოლა გრძელდება

უკრაინაში ინტენსიური ბრძოლა გრძელდება. ოკუპანტებმა ქვეყანას სამხრეთით და აღმოსავლეთით დრონებით შეუტიეს. აფეთქებები იყო ოკუპირებულ სევასტოპოლსა და ზაპოროჟიეში.

ამერიკული ომის შემსწავლელი ინსტიტუტი ადასტურებს ინფორმაციას, რომ რუსულმა ჯარებმა ზაპოროჟიეში ის პოზიციები დაიბრუნეს, რომლებიც უკრაინელებმა ზაფხულის კონტრშეტევის დროს აიღეს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში 20-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქის 7 სასაზღვრო დასახლება. დაფიქსირდა 80-ზე მეტი აფეთქება.

პარალელურად, პენტაგონმა უკრაინას 250 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება გამოუყო. პაკეტი მოიცავს საბრძოლო მასალას სხვადასხვა საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის.

 

დღის ამბები