08 ივნისი 2024,   15:17
ვრცლად
ეზოებში მოწყობილი უკანონო სახერხი საამქროები და 5 სხვადასხვა რეგიონში გამოვლენილი კანონდარღვევა - ფაქტები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 8 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

სამეგრელოში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთსა და კახეთში, მოქალაქეებს ცირკული და ლენტური ტიპის სახერხი დანადგარები საკარმიდამო ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ასევე დალუქეს 50-მდე მორი და 3 კუბურ მეტრამდე მოცულობის ფიცარი.

"რვავე ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რის გამოც მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა", - აცხადებენ დეპარტამენტში.

დღის ამბები