26 დეკემბერი 2024,   20:01
ვრცლად
"რუსეთის ფედერაცია უკრაინის წინააღმდეგ, მინიმუმ ხუთი წლის განმავლობაში იომებს" - სიტყვები, რომელიც პუტინმა ჩინეთის ლიდერს მარტში შეხვედრის დროს უთხრა

"რუსეთის ფედერაცია უკრაინის წინააღმდეგ, მინიმუმ ხუთი წლის განმავლობაში იომებს," - ეს პუტინის სიტყვებია, რომელიც მან მარტში მოსკოვში გამართული ვიზიტის დროს ჩინეთის ლიდერს უთხრა, - ინფორმაციას "ნიკეი ეიჟა" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, "ხუთწლიანი ომის" შესახებ პუტინის სიტყვების შემდეგ, ჩინეთმა საკუთარ სტრატეგიას გადახედა. სტატიაში ნათქვამია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის გაჭიანურებულმა ომმა, შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს სი ძინ პინის ამბიციებზე ტაივანთან მიმართებაში.

გამოცემა წერს, რომ, დროდადრო, პუტინი, შუამავლების საშუალებით, მიანიშნებს, რომ ღიაა ცეცხლის შეწყვეტისთვის, იმ პირობით, თუ მოსკოვს შეეძლება შეინარჩუნოს ის ტერიტორიები, რომლებიც ახლა ოკუპირებულია. თუმცა სტატიაში ნათქვამია, რომ პუტინს, სი ძინ პინი ბოლომდე ვეღარ ენდობა, რადგან რუსეთის პრეზიდენტმა ის არ გააფრთხილა, როდესაც უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა.

დღის ამბები