27 დეკემბერი 2024,   02:11
ვრცლად
შავ ზღვაში პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი საზღვაო ნაღმზე აფეთქდა

შავ ზღვაში, პანამის დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი, რომელიც დუნაის ერთ-ერთ პორტში მარცვლეულით უნდა დატვირთულიყო, საზღვაო ნაღმზე აფეთქდა.

"გემმა კურსი და კონტროლი დაკარგა, რის შემდეგაც ზედა გემბანზე ხანძარი გაჩნდა", - აცხადებენ უკრაინის სამხრეთ სამხედრო სარდლობაში.

შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მეორეს კი სამედიცინო დახმარება გემზევე აღმოუჩინეს.

დღის ამბები