05 ივლისი 2024,   22:27
ვრცლად
ახლო აღმოსავლეთში ომი უკვე 84 დღეა მიმდინარეობს - ისრაელი ღაზის მოსახლეობას ცენტრალური ნაწილის დატოვებისკენ მოუწოდებს

ახლო აღმოსავლეთში ომი უკვე 84 დღეა მიმდინარეობს. "ჰამასის" წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციის გაფართოების პარალელურად, ისრაელი ღაზის მოსახლეობას ცენტრალური ნაწილის დატოვებისკენ მოუწოდებს.

გაერო-ს განცხადებით, დაახლოებით 150 ათასი პალესტინელი იძულებულია გადაადგილდეს, რადგან ისრაელის ჯარები წინ, სექტორის ცენტრალურ ლტოლვილთა ბანაკებისკენ მიიწევენ.

სექტორის სამხრეთით, რაფაჰში, ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად, დაიღუპა 21 და დაშავდა 50-ზე მეტი პალესტინელი. გავრცელებული ინფორმაციით, შენობაში დევნილი მშვიდობიანი მოსახლეობა იყო.

ხან იუნისის აღმოსავლეთით კი, საჰაერო იერიშისას, 16 ადამიანი დაიღუპა.

ანკლავში დაღუპულთა საერთო რაოდენობა 21 320-ამდე გაიზარდა. დაშავებულია 55 600-ზე მეტი ადამიანი.

"ჰეზბოლას" განცხადებით, ისინი ჩრდილოეთ ისრაელზე თავდასხმებს აძლიერებენ, რადგან, შეტაკებების გამო, დაძაბულობა ისრაელსა და ლიბანში არსებულ სამხედრო დაჯგუფებას შორის იზრდება. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, 20-მდე სარაკეტო გაშვება დაფიქსირდა.

დღის ამბები