05 ივლისი 2024,   23:04
ვრცლად
პოლონეთის პრემიერი კიევში ჩასვლას გეგმავს

პოლონეთის ახალარჩეული პრემიერ-მინისტრი უკრაინაში სამუშაო ვიზიტს გეგმავს. დონალდ ტუსკს ვიზიტის თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას აპირებს.

ამ საკითხზე ტუსკმა მას შემდეგ ისაუბრა, რაც ჟურნალისტებმა, უკრაინის საზღვარზე, პოლონელი გადამზიდავების პროტესტის შესახებ ჰკითხეს.

მისი თქმით, "ცოტა რცხვენია" საზღვრის ბლოკადაზე საუბარი იმ სიტუაციაში, რომელშიც ახლა უკრაინის პრეზიდენტი და მთელი უკრაინაა. მისივე განცხადებით, "არასწორი იქნებოდა კიევში ჩასვლა და მთელი ვიზიტის პოლონეთის სატრანსპორტო საკითხებისთვის მიძღვნა".

"ამ ვიზიტს ისე მოვამზადებთ, რომ [უკრაინის] პრეზიდენტთან ჩემი შეხვედრისას ცხადი იყოს, თუ რის მიღწევა გვინდა", - ამბობს ტუსკი.

პოლონელი გადამზიდავები ითხოვენ კომერციული ნებართვების შემოღებას უკრაინული კომპანიებისთვის საქონლის ტრანსპორტირებაზე. მათი კიდევ ერთი მოთხოვნაა კომპანიებისთვის ლიცენზიების შეჩერება და მათი კონტროლი.

დღის ამბები