06 ივლისი 2024,   01:42
ვრცლად
მარნეულში საახალწლო ღონისძიებისთვის მზადება მიმდინარეობს - საახალწლო ღონისძიებები დღეს ასევე გაიმართება თერჯოლაში, წალკასა და შუახევში

მარნეულში მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებისთვის მზადება მიმდინარეობს. ახალი წლის დღეების აღნიშვნა მარნეულის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე 02:00 საათიდან დაიწყება. წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი პროგრამა. ორკესტრის და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა, საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო პროგრამები. საღამო ღამის შოუს ბენდის კონცერტით და ფეიერვერკით დასრულდება.

საახალწლო ღონისძიებები დღეს ასევე გაიმართება თერჯოლაში, წალკასა და შუახევში.

გარდა ამისა, ქობულეთში საახალწლო კონცერტი გაიმართა. ცენტრალურ მოედანზე ფეიერვერკის პარალელურად, აინთო მთავარი ნაძვის ხე. მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტში ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა - იყო დრამერების შოუ და საბავშვო კონცერტი. პატარებისთვის მოეწყო სხვადასხვა გასართობი სივრცე.

ამასთან, მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში. სადღესასწაულოდ განათდა ჩოხატაურის ქუჩებიც. მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ყველა მუნიციპალიტეტს, მათ შორის ჩოხატაურსაც საახალწლო ილუმინაციები გადაეცა. ხელოვნების სასახლის წინ კი გაიმართა კონცერტი კულტურის ცენტრთან არსებული სტუდიის "მომავლის ბავშვებისა" და ევროპული ცეკვების სტუდიის მონაწილეობით.

საახალწლო ღონისძიება გაიმართა მარტვილშიც. აინთო ქალაქის მთავარი ნაძვის ხე. თავისუფლების ქუჩაზე მთელი დღის განმავლობაში მოწყობილი იყო საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტერიტორიაზე განთავსდა ხის საახალწლო სახლები, ფოტო-გადასაღები სტენდები და ინსტალაციები. საღამო მარტვილში ქართული ესტრადის მომღერლების კონცერტითა და ფეიერვერკით დასრულდა.

კონცერტით დასრულდა ვანში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით მოწყობილი საახალწლო ღონისძიება. ვანის ცენტრში შეკრებილების განწყობაზე ადგილობრივმა ბენდმა "არგომ", "დუეტმა "ლეონმა," ირინა ბაირამაშვილმა, მირზა მოდებაძემ, თიკა ჯამბურიამ და ბენდთან ერთად, ზუკა ხუციშვილიმა იზრუნეს.

 

 

დღის ამბები