27 დეკემბერი 2024,   18:22
ვრცლად
"ჰუალინგის" ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, "ჰუალინგის" ტერიტორიაზე, [საუბარია ვარკეთილის და ვაზისუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე] პლასტმასის საწყობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

სახანძრო-სამაშველო ძალების თბილისის სამმართველოს უფროსის, ლევან მუსელიანის თქმით, ხანძრის ქრობის პროცესში 20-მდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მონაწილეობდა. მისივე ინფორმაციით, ძლიერი ხანძრის შედეგად დაიწვა ავტონაწილების რამდენიმე საწყობი.

როგორც ცნობილია, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ ეტაპზე უცნობია, რა ფართობზე იყო გავრცელებული ხანძარი.

დღის ამბები