27 დეკემბერი 2024,   18:54
ვრცლად
უკრაინა და ომის 674-ე დღე - საოკუპაციო ძალამ კიევის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაბომბა 

4 დაღუპული და 23 დაშავებული - საოკუპაციო ძალამ კიევის სამოქალაქო ინფრსტრუქტურა დაბომბა. დაზიანებულია საცხოვრებელი კორპუსები, ლუკიანოვსკაიას მეტრო-სადგური, ელექტროგადამცემი ხაზები და ავტომობილები. კომბინირებული შეტევა ოუპანტმა უპილოტო საფრენი აპარატებით და ფრთოსანი რაკეთებით დილიდან განახორციელა.

სამძებრო ოპერაცია გრძელდება დნიპროპეტროვსკში. აქ რუსულმა არმიამ მიზანში სავაჭრო ცენტრი და სამშობიარო სახლი ამოიღო. ძლიერი აფეთქების შედეგად 6 ადამიანი ადგილზე დაიღუპა. უმძმესი დაზიანება მიიღო 20-მა. მათ შორის არიან არასრულწლოვნები.

მსხვერპლია ოდესაში. საჰაერო შეტევის შედეგად კრიტიკულად დაზიანდა რამდენიმე მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. საპორტო ქალაქში აგრესორის მიერ გაშვებული დრონის აფეთქების შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი, ჰოსპიტალიზებულია - 17. დაზიანდა ეკლესიის სახურავი.

25 დაშავებულია ზაპოროჟიეში. ერთ-ერთი რაკეტა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე აფეთქდა, სადაც ათობით ადამიანი იყო შეკრებილი. დაიღუპა 6 მშვიდობიანი. კრიტიკული ზიანი მიადგა საცხოვრებელ სახლებს და ენერგეტიკულ ობიექტებს.

ნანგრევებიდან ამოიყვანეს შუახნის მამაკაცი ხარკოვში. მას მრავლობით მოტეხილობა აღენიშნება.საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა კიდევ 1 დაშავებული . მსხვერპლია ლვოვშიც. აქ მიზანში ოკუპანტებმა სასწავლო დაწესებულებები ამოიღეს.

უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ წარმოებულ მასშტაბურ იერიშს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ წერტილოვანი დარტყმები მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე განხორციელდა. ოფიციალური კიევის ინფორმაციით, 29 დეკემბერს საოკუპაციო ძალამ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმის 158 საშუალება გამოიყენა. თავდაცვის სისტემამ 27 უპილოტო საფრენი აპარატის და 87 ფრთოსანი რაკეტის ჩამოგდება მოახერხა. მათ შორის "იქს - 101, 55 და 555" ტიპის შეიარაღება.

დღის ამბები