12 ივნისი 2026,   21:39
ვრცლად
ქარელის მუნიციპალიტეტში ქმარმა ცოლი დაჭრა

ქარელის მუნიციპალიტეტში ქმარმა ცოლი დაჭრა. "კურიერის" ინფორმაციით, 23 წლის ქალს მამაკაცმა, სამზარეულოს ცულით, რამდენიმე ჭრილობა თავის არეში მიაყენა. მოტივი უცნობია. დანაშაული სოფელ შაქშაქეთში მოხდა.

ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამ ეტაპზე, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

პოლიციამ მამაკაცი უკვე დააკავა. საქმე აღძრულია ოჯახის წევრის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში, ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით.

დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს. ასევე, უფლებადამცველი აღკვეთის ღონისძიებად გირაოს ითხოვს, რადგან, მისი თქმით, მიმალვის ან ვინმეზე ზემოქმედების არანაირი საშიშროება არ არსებობს.

დღის ამბები