23 წლის მეუღლის დაჭრისთვის დაკავებულ კაცს, ხაშურის სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულის უფლებადამცველი გირაოს გამოყენებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
"კურიერის" ინფორმაციით, ქალს მამაკაცმა, სამზარეულოს ცულით, რამდენიმე ჭრილობა თავის არეში მიაყენა. მოტივი უცნობია. დანაშაული სოფელ შაქშაქეთში მოხდა.
ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამ ეტაპზე, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
საქმე აღძრულია ოჯახის წევრის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში, ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით.