"ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ, პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება შეაფასა და განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის შემობრუნება პოლიტიკაში არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს მთელ ქვეყანას წაადგება:
"ერთ რამეს ვიტყოდი - მთელი ამ ხნის განმავლობაში, 2012 წლიდან დღემდე, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ პარტიას არ გადაუხვევია იმ პრინციპებიდან და ღირებულებებიდან, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის მხრიდან გაცხადდა 2011 წელს და 2012 წელს, როდესაც ჩვენ გავიმარჯვეთ არჩევნებში. რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ ამ ყველაფერს და ეს არის: დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები და დავიცვათ ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების ინტერესები. ეს იქნება ყოველთვის. უპირველეს ყოვლისა იქნება სამშობლოს ინტერესები დაცული. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის შემობრუნება პოლიტიკაში არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს წაადგება არა მხოლოდ მმართველ პარტიას, არამედ მთელ ქვეყანას," - განაცხადა კახა კალაძემ.