საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება, პოლიტიკური წლის დაგვირგვინება და უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მოვლენაა:
"შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად პოლიტიკური წლის დაგვირგვინებაა და უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მოვლენაა უპირველეს ყოვლის „ქართული ოცნების“ გუნდისთვის და ვფიქრობ მთლიანად ქართული საზოგადოებისთვისაც.
2024 წელი, იმ პირობებში როდესაც ოპოზიცია განადგურებულია, თავის თავში შეიცავს ხიფათებსაც, ვინაიდან სუსტი და უუნარო ოპოზიცია როგორც წესი გადადის ისეთ ქმედებებზე, რომელიც საფრთხეს უქმნის მთლიანად ქვეყანას, ამიტომ ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გუნდი და მთლიანად საზოგადოება შეიკრას ერთ გუნდად იმისთვის, რომ ყველა ის ხიფათები რომელიც ჩვენს ქვეყანას ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან ელის, ავიცილოთ და მომავალი წლის ბოლოს ყველამ ერთად აღვნიშნოთ საქართველოს გამარჯვება,"- აცხადებს შალვა პაპუაშვილი.