03 ივლისი 2024,   17:27
ვრცლად
კოსტიუმირებული ორკესტრი, საშობაო ბაზრობა, საბავშვო კუთხე და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა - საქართველოს 63-ვე მუნიციპალიტეტი ახალი წლის დადგომას ელოდება

საქართველოს 63-ვე მუნიციპალიტეტი ახალი წლის დადგომას განსაკუთრებულად ელოდება. ამჯერად, დღესასწაულის ორგანიზატორებმა, საახალწლო განწყობა ამბროლაურში, ხაშურში, სამტრედიაში, დმანისში, თელავსა და დედოფლისწყაროში შექმნეს.

კოსტიუმირებული ორკესტრი, საშობაო ბაზრობა, საბავშვო კუთხე და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ მრავალფეროვანი აქტივობებისა, რომლებიც რეგიონებში ჩატარდა.

დატვირთული პროგრამის შემდეგ, ყველა მუნიციპალიტეტში, ტრადიციულად, ქართველი შემსრულებლების კონცერტი გაიმართა.

ახალი წლის დღეები საქართველოში 13 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.

დღის ამბები