06 ივლისი 2024,   01:12
ვრცლად
"რუსთავი 2" მაყურებლისთვის ახალ გადაცემებს ამზადებს

"რუსთავი 2" მაყურებლისთვის ახალ გადაცემებს ამზადებს. არხს უბრუნდება ერთ - ერთი ყველაზე რეიტინგული მეგა შოუ, რომელიც ჯერ სიურპრიზად რჩება. ის, რაც უკვე საჯაროდ არის ცნობილი, "პრაიმ ჰაუსს" უკავშირდება. მაყურებლის რჩეული რეალითი შოუ ახალი წლიდან ახალი, საფინალო სეზონით ბრუნდება. კონკურსანტებს , რომლებიც მთელმა საქართველომ უკვე კარგად გაიცნო, "პრაიმ ჰაუსში" კვლავ ნახავთ.
შემადგენლობა ვარსკვლავური, სახელი კი სიმბოლურია - "პრაიმ ჰაუს ოლ სთარი".

უკვე დაანონსდა არხზე ყველაზე გემრიელი შოუს ახალი სეზონიც. ბრძოლა კულინარიული წესებით - “შეფების ლიგა” უფრო გრანდიოზული და მასშტაბური მეორე სეზონისთვის ემზადება. გელოდებათ ახალი სერიალებიც.

სანამ მომდევნო სეზონი სტარტს აიღებს, არხზე ნამდვილი დღესასწაული საახალწლო ეთერით დაიწყება. 3 იანვარს თეატრალურის კვარტეტის 20 წლიანი შემაჯამებელი კონცერტი გელოდებათ, ასევე ჩვენთან იხილავთ შვიდკაცას საიუბილეო კონცერტს.

დღის ამბები