25 ნოემბერი 2024,   20:49
ვრცლად
იაპონიაში ძლიერი მიწისძვრის შემდეგ მოსახლოებას ცუნამის საფრთხის გამო ევაკუაციისკენ მოუწოდეს

იაპონიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. "ბიბისის" ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 7,6 მაგნიტუდა იყო, ნოტოსა და იშიკავას პრეფექტურაში ცუნამის საფრთხე გამოცხადდა. 

იაპონიის ხელისუფლებამ მოსახლეობას დაუყონებლივი ევაკუაციისკენ მოუწოდა. ასევე გააფრთხილეს დიდი ცუნამის შესახებ, შესაბამისი სამსახურების თანახმად, ტალღების სიმაღლე 5 მეტრს მიაღწევს. ხელისუფლებამ ასევე გამოსცა ცუნამის გაფრთხილება ნიიგატასა და ტოიამას პრეფექტურებში მაცხოვრებელი მოსახლეობისთვის, სადაც მათივე ცნობით, ტალღები შესაძლოა 3 მეტრს აღწევდეს.

საზოგადოებრივმა ტელევიზიამ დიდი ასოებით გააკეთა წარწერა  "EVACUATE" და მოუწოდა მოსახლეობას, სიცივის მიუხედავად, გაქცეულიყვნენ შემაღლებულ ადგილებზე.

დღის ამბები