19 სექტემბერი 2024,   05:06
ვრცლად
ისინი, ვინც ასაკს არ უშინდებიან, ახალ წელს გამორჩეული ხალისით ხვდებიან - როგორ აღნიშნავს დღესასწაულს უხუცესების ქორეოგრაფიული ანსამბლი "ბერმუხა"

მაღალმთიან აჭარაში ახალი წელი უხუცესების ქორეოგრაფიული ანსამბლის გარეშე არავის ახსოვს. "ბერმუხა" საქართველოს აჭარული ეროვნული ცეკვით, ხულოდან მთელ საქართველოს უკვე 42-ე ახალ წელის მიულოცავს. სახელწოდება ანსამბლს სწორედ წევრების ასაკის გამო დაერქვა. რეპერტუარში მხოლოდ აჭარული ტრადიციული ცეკვებია – "განდაგანა" და "ხორუმი." ბერმუხას 15 წევრიდან მხოლოდ ერთი ქალია. მოცეკვავეების მთავარი ამოცანა აჭარული ცეკვების მომავალი თაობისთვის გადაცემაა.

ბერმუხელებს" ასაკი არ აშინებთ. უარს არც ქართულ სუფრაზე ამბობენ და ყოველ ახალ წელს, დოლისა და აკარდიონის თანხლებით, ტრადიციულად, ერთად იკრიბებიან. უხუცესებს ახლა ყველაზე მეტად კანდიდატის სტატუსი ახარებთ და სამომავლო სურვილებსაც ჩაუთქვამენ.

მაღალმთიანი აჭარიდან "ბერმუხა" ახალი წელს "რუსთავი 2-ს" განსაკუთრებულად ულოცავს.

დღის ამბები