19 სექტემბერი 2024,   05:00
ვრცლად
ახმეტა, ხონი, ონი, ხობი, საჩხერე - ახალი წლის აღსანიშნავად რეგიონებში კონცერტები გრძელდება

ფოიერვერკი და გრანდიოზული კონცერტი - ახმეტაში 2024 წლის დადგომა საზეიმოდ აღინიშნა. კახეთში დღის განმავლობაში არაერთი აქტივობა გაიმართა. მოსახლეობის საახალწლო განწყობაზე დღის ბოლოს ჯგუფმა "მგზავრებმა" იზრუნა.

ახალი წლის დღეების მასპინძელია ხობი. პატარების განწყობაზე ანიმატორებმა და ზღაპრის გმირებმა იზრუნეს, საჩუქრები დაარიგა სანტა კლაუსმაც. საახალწლო ღონისძიება აქაც ქართველი შემსრულებლების კონცერტითა და ფოიერვერკით დასრულდა.

საშობაო ბაზრობა, საბავშვო მეწარმეებისა და კვების სივრცეები - ახალი წლის დღეების აღნიშნეს ონში. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში კოსტიუმირებული ზღაპრის გმირები საზეიმო განწყობაზე დილიდან ზრუნავდნენ.

საჩხერეში საახალწლო ღონისძიება რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. მთავარ კონცერტზე მსმენელების წინაშე წარდგნენ ბენდი "ნიუტონი", "კვარტეტი" "ფორტე" და სხვა მომღერლები. ასევე, დასახელდნენ სხვადასხვა სფეროში წარმატებული თანამშრომლები. პატარებისთვის მოეწყო საბავშვო სივრცე, სადაც მათ შეეძლოთ საახალწლო ორცხობილების მოხატვა, ნაძვის ხის სათამაშოს გაფერადება, ქისების, მისალოცი ბარათების, ჯინჯერის სათამაშოების, ბარათების დამზადება, სახის მოხატვა. სანტას, ელფების და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობამ, მუსიკალურმა ინსტალაცია "ლაპლანდიამ" პატარები განსაკუთრებულად გაახალისა. სპეციალურად მოწყობილ ჯიხურებში ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ღონისძიებები საზეიმო ფეიერვერკით დასრულდა.

საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, საახალწლო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით, 63 მუნიციპალიტეტში 13 იანვრის ჩათვლით გაიმართება.

 

დღის ამბები