29 სექტემბერი 2024,   05:36
ვრცლად
ბელგოროდსა და ოკუპირებულ ყირიმში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა - BBC

რუსეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილსა და ოკუპირებულ ყირიმში ძლიერი აფეთქებები ისმოდა, - ამის შესახებ BBC წერს.

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის თქმით, ღამით, რამდენიმე დრონი გაანადგურეს. როგორც BBC წერს, ოკუპირებული ყირიმის უდიდეს ქალაქ სევასტოპოლში, პორტის ტერიტორიაზე, რაკეტა ჩამოაგდეს.

მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

ბოლო დღეებში, რუსეთსა და უკრაინას შორის საჰაერო ომი გამწვავდა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთმა, ბოლო ხუთი დღის განმავლობაში, დაახლოებით 300 რაკეტა და 200 უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენა.

დღის ამბები