01 ივლისი 2024,   14:07
ვრცლად
ლიბანში მომხდარი აფეთქებისას "ჰამასის" ლიდერის მოადგილე დაიღუპა - ის "ჰამასის" ყველაზე მაღალი რანგის ფიგურაა, რომელიც 7 ოქტომბერს დაწყებული ომის განმავლობაში მოუკლავთ

ბეირუთში მომხდარი აფეთქების შედეგად "ჰამასის" ლიდერის მოადგილე, 57 წლის სალეჰ ალ-არური დაიღუპა. ინფორმაციას "ჰამასიც" ადასტურებს, - ამის შესახებ BBC წერს.

მედიის ცნობით, არური დაიღუპა ლიბანის დედაქალაქის სამხრეთით, უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმის შედეგად, ექვს სხვა პირთან ერთად, რომელთაგანაც ორი "ჰამასის" სამხედრო მეთაური იყო.

ლიბანის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ აფეთქება"ჰამასის" ოფისთან მოხდა.

როგორც BBC წერს, არური "ჰამასის" ყველაზე მაღალი რანგის ფიგურაა, რომელიც 7 ოქტომბერს დაწყებული ომის განმავლობაში მოუკლავთ.

დღის ამბები