19 სექტემბერი 2024,   05:18
ვრცლად
მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში "ახალი წლის დღეები" გრძელდება

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში "ახალი წლის დღეები" გრძელდება. საზეიმო ღონისძიებები 2 საათზე დაიწყო ახალციხეში, ყაზბეგში, ხულოსა და წყალტუბოშიც. დამონტაჟდა სცენა, მოეწყო საშობაო სოფელი, სანტას კუთხე და დაიდგა თემატური დეკორაციები სხვადასხვა ასაკის ადამიანებისთვის.

გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ბავშვების განწყობაზე კი ანიმატორები და ზღაპრის გმირები ზრუნავენ. საზეიმო ღონისძიებები ყველა რეგიონში, ცნობილი ქართველი შემსრულებლების გალა-კონცერტითა და საზეიმო ფეიერვერკით დასრულდება.

საახალწლო დღესასწაული კი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში 13 იანვრის ჩათვლით არის დაგეგმილი.

 

დღის ამბები