19 სექტემბერი 2024,   04:19
ვრცლად
თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე "თიბისი ბანკის" ფილიალზე თავდასხმა მოხდა

თავდასხმა "თიბისი ბანკზე" - თბილისში, ცინცაძის ქუჩაზე მდებარე ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად, არავინ დაშავებულა. თავდამსხმელმა ბანკიდან თანხის წაღება ვერ მოახერხა.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

დღის ამბები