19 სექტემბერი 2024,   04:54
ვრცლად
ზუგდიდმა საახალწლო ღონისძიებას უმასპინძლა

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ზუგდიდმა საახალწლო ღონისძიებას უმასპინძლა. მთელი დღის განმავლობაში, დადიანების სასახლეთა ეზოში მოწყობილი იყო საშობაო ბაზრობა, საბავშვო, მეწარმეების და კვების სივრცეები. პატარების განწყობაზე ანიმატორებმა და ზღაპრის გმირებმა იზრუნეს, საჩუქრებს არიგებდა სანტა კლაუსი.

საახალწლო ღონისძიება ზუგდიდში შვიდკაცას, ჯგუფ Killage-ს კონცერტითა და ფეიერვერკით დასრულდა.

ზუგდიდის შემდეგ, "ახალი წლის დღეების" ფარგლებში, ღონისძიებები 7 იანვარს, ფოთში ჩატარდება.

დღის ამბები