03 ივლისი 2024,   14:02
ვრცლად
ლუკაშენკომ პრეზიდენტისთვის უვადო გარანტიების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ პრეზიდენტისთვის უვადო გარანტიების შესახებ კანონს ხელი მოაწერა. ინფორმაციას ბელარუსის პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

კანონის მიხედვით, ახალი პრეზიდენტის არჩევის წესები მკაცრდება. ცვლილების თანახმად, პრეზიდენტობის კანდიდატი 40 წელზე ახალგაზრდა არ უნდა იყოს და ბოლო 20 წლის განმავლობაში ქვეყანაში მუდმივად უნდა ცხოვრობდეს. ასევე, პრეზიდენტს ხელშეუხებლობის მუდმივი იმუნიტეტი აქვს. პოსტის დატოვების შემთხვევაშიც, არ შეიძლება, პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებისას ჩადენილი ქმედებების გამო ის პასუხისგებაში მიეცეს.

უსაფრთხოების ასეთი გარანტიები ვრცელდება პრეზიდენტი ოჯახის წევრებზეც. ასევე, გადამდგარი პრეზიდენტი ხდება ბელარუსის სახალხო კრების წევრი.

დღის ამბები