ქრისტეს შობასა და ნათლისღებას ვულოცავ ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებსა და მოძმე სომეხ ხალხს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ქრისტეს შობასა და ნათლისღებას ვულოცავ ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებსა და მოძმე სომეხ ხალხს. სიხარულისა და ბედნიერების მომტანი ყოფილიყოს ეს დღე ყველასთვის, ვინც გულითა და სულით ზეიმობს ამ დიდ დღესასწაულს. მშვიდობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ ყველას!" - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.