19 მაისი 2024,   16:48
ვრცლად
ბავშვთა სივრცეები, ადგილობრივი ნაწარმისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა - "ახალი წლის დღეები" ქედაში

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ახალი წლის დღეები ქედაში, გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა. ღონისძიება 2 საათზე დაიწყო. მოეწყო ბავშვთა სივრცეები, საახალწლო სათამაშოების შექმნის მასტერკლასები, ადგილობრივი ნაწარმისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

პატარები შეხვდნენ მათ საყვარელ ზღაპრის გმირებს და თოვლის ბაბუას, რომელმაც ბავშვებს საჩუქრები გადასცა. გაიმართა კონცერტი, სახელოვნებო სკოლის მოსწავლეების და კურსდამთავრებულების მონაწილეობით. საღამოს, ზუკა ხუციშვილის და ბენდის, ნატო გელაშვილის, ლუკა და გიორგი ჭოხონელიძეების, მირზა მოდებაძის, ირინა ბაირამაშვილის და თიკა ჯამბურიას საახალწლო კონცერტი გაიმართა.

დღის ამბები