19 სექტემბერი 2024,   05:12
ვრცლად
რეგიონებში ალილოს სადღესასწაულო მსვლელობა იმართება

ალილოს სადღესასწაულო მსვლელობა იმართება რეგიონებში. საშობაო მსვლელობა ბათუმშიც გაიმართა. სასულიერო პირებმა მრევლთან ერთად გალობით ქუჩები მოიარეს და ნობათი შეაგროვეს. ალილო ტრადიციულად ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო. მსვლელობას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე შეუერთდა, შობის მახარობლებს დღესასწაული მიულოცა და ტკბილეული გადასცა.

ტრადიციული საშობაო მსვლელობა გაიმართა ქუთაისშიც. შობის მახარობლებმა გალობით ქალაქის ქუჩები მოიარეს და ნობათი შეაგროვეს. მსვლელობა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან დაიწყო, სადაც რეზო გაბრიაძის სახელობის წყარო გაიხსნა.

ალილოს მონაწილეები ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა დალოცა, მსვლელობის ბოლოს მათ მერმა უმასპინძლა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. მსვლელობისას შეგროვებული ნობათი სხვადასხვა საჭიროების ადამიანებს დაურიგდება.

დღის ამბები