19 სექტემბერი 2024,   05:17
ვრცლად
ცაგერში საახალწლო ღონისძიება ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე იმართება

ცაგერი დღეს წლის მთავარი საახალწლო ღონისძიების მასპინძელია, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება.

ცაგერის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე საახალწლო ღონისძიება, 2 საათზე დაიწყო. სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში, დატვირთული პროგრამა ელოდებათ.

დაგეგმილია ორკესტრის და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა. ადგილზე მოწყობილია საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი ნაწარმისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და საბავშვო სივრცე.

ღონისძიება ცნობილი ქართველი შემსრულებლების გრანდიოზული გალა-კონცერტით დასრულდება.

დღის ამბები