03 ივლისი 2024,   13:56
ვრცლად
"ოქროს გლობუსის" გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია - 2024 წლის ფავორიტი ფილმი კრისტოფერ ნოლანის "ოპენჰაიმერი" გახდა

"ოქროს გლობუსის" გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია. 2024 წლის ფავორიტი ფილმი კრისტოფერ ნოლანის "ოპენჰაიმერი" გახდა. 8 ნომინაციაზე წარდგენილმა ფილმმა 4 ოქროს გლობუსი მოიპოვა. საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისურა, მამაკაცის მთავარი და მეორე ხარისხოვანი როლები.

"ოქროს გლობუსი“ დაიმსახურა "ოპენჰაიმერის“ მუსიკალურმა გაფორმებამაც. საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში, ლილი გლადსტონი დასახელდა. მსახიობმა ოქროს გლობუსი ფილმისთვის "ყვავილოვანი მთვარის მკვლელები" მიიღო.

საუკეთესო უცხოენოვან ფილმებში წარდგენილი 6 ნომინირებული კინოსურათიდან, გამარჯვებული ფრანგული ფილმი "დაცემის ანატომია" გახდა.

წლის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ყოველწლიურ დაჯილდოებას, "ოქროს გლობუსის" 81-ე ცერემონიას კალიფორნიაში, სასტუმრო "ბევერლი ჰილტონმა“ უმასპინძლა.

დღის ამბები