29 სექტემბერი 2024,   05:26
ვრცლად
ეს არის ცოდნის საოცარი დეფიციტი - დეკანოზი ბიძინა გუნია ლაშა ბუღაძის განცხადებაზე

მიუღებელი და დამცინავი - ასე აფასებენ სასულიერო პირები და პოლიტიკისების ნაწილი ლაშა ბუღაძის განცხადებას. მწერალმა სოციალურ ქსელში 7 იანვარს შობის აღნიშვნას რუსული უწოდა.

"გილოცავთ რუსულ შობას. ქრისტიანები შობას 25 დეკემბერს შევხვდით", დაწერა სოციალურ ქსელში ბუღაძემ. ოპოზიციაში აზრები ორად იყოფა, ნაწილი ბუღაძის პოზიციას იზიარებს, ნაწილი კი მწერალს აკრიტიკებს. კრიტიკულია მმართველი გუნდის შეფასებაც.

როგორც თეოლოგიისა და ფილოლოგიის დოქტორმა, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სადისერტაციო საბჭოს მდივანმა, დეკანოზმა ბიძინა გუნიამ აღნიშნა, ლაშა ბუღაძის განცხადება, ცოდნის დეფიციტზე მიანიშნებს.

"უკვირთ, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ 25 დეკემბერს არის შობა. ეს არის ცოდნის საოცარი დეფიციტი. ყველას ვურჩევ გადაშალონ საეკლესიო წიგნი და ნახონ, რომ შობა საეკლესიო კალენდრით ყოველთვის 25 დეკემბერს არის, საგალობელიც არის "25-სა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო". ეს ყველაფერი არის ღვთის მბრძოლი ადამიანთა მისწრაფებები, რომ როგორღაც ეკლესიას დაუპირისპირდნენ და ელემენტარულ ჭეშმარიტებაში არ შევიდნენ და აქვთ ცოდნის სერიოზული დეფიციტი. ქრისტიანულ სამყაროში სამი კალენდარული სისტემა მოქმედებს, იულიუსის კალენდარი, რომელიც დღესაც არის მართლმადიდებლურ სამყაროში, არის შერეული კალენდარი და არის გრიგორიანული კალენდარი", - განაცხადა დეკანოზმა ბიძინა გუნიამ.

დღის ამბები