19 სექტემბერი 2024,   05:19
ვრცლად
გოგა ბითაძის ორმაგი დუბლი - "ორლანდომ" "ატლანტა" დაამარცხა

გოგა ბითაძის მორიგი მატჩი - ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "ორლანდომ" "ატლანტას" 117-ით 110 აჯობა.

ქართველმა ცენტრმა მოედანზე 27 წუთი გაატარა და ამ დროში 11 ქულით, 14 მოხსნით და 3 შედეგიანი პასით ორმაგი დუბლი მიითვალა.

"ორლანდო" 21 გამარჯვებით და 15 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა.

მომდევნო ტურში "მეჯიქი" 10 იანვარს "მინესოტას" დაუპირისპირდება.

დღის ამბები