16 ნოემბერი 2024,   02:49
ვრცლად
წარსულში ჩარჩენილ ადამიანებს უნდათ, ყველაფერს, მათ შორის შობის ბრწყინვალე დღესასწაულსაც, რუსული უწოდონ - ეს მათ სახეს, მათ კრიზისსა და დეგრადირებას უჩვენებს - რატი იონათამიშვილი

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა, ლაშა ბუღაძის განცხადება შეაფასა, სადაც მწერალმა 7 იანვარს შობის აღნიშვნას რუსული უწოდა.

იონათამიშვილის განცხადებით, ეს ადამიანები წარსულში არიან ჩარჩენილები და ყველაფერს რუსულს უწოდებენ, მათ შორის - შობის ბრწყინვალე დღესასწაულსაც.

"ეს ადამიანები წარსულში არიან ჩარჩენილები და უნდათ, ყველაფერს უწოდონ რუსული, მათ შორის - შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ეს, სინამდვილეში, მათ სახეს, მათ კრიზისსა და მათ დეგრადირებას უჩვენებს. საზოგადოება, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ძალიან ობიექტურად შეაფასებს", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

დღის ამბები