03 ივლისი 2024,   13:39
ვრცლად
ოქროს გლობუსი 2024 - ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ გამარჯვებულები დაასახელა

წლის დაჯილდოება - ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის ტრიუმფატორი 2024 წლის საუკეთესო დრამა "ოპენჰაიმერი" გახდა. ისტორიაში პირველი ატომური ბომბის შექმნის ამბავი, ოქროს გლობუსის ტრიუმფატორად იქცა. ოქროს გლობუსის 81-ე ცერემონიალზე მან ხუთ კატეგორიაში გაიმარჯვა, ხოლო წარდგენილი იყო 8 ნომინაციაში.

ამერიკელი ფიზიკოსის, რობერტ ოპენჰაიმერის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის, ოქროს გლობუსით მსახიობი კილიან მერფი დაჯილდოვდა. ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ ფილმში მეორეხარისხოვან საუკეთესო გმირად რობერტ დაუნი ჯუნიორი აირჩია. "ოქროს გლობუსი" დაიმსახურა "ოპენჰაიმერის" მუსიკალურმა გაფორმებამაც.

ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე - "ბარბის" წარმატების მოლოდინი არ გამართლდა. 9 კატეგორიაში ნომინირებული ფილმის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებად ჟიურიმ, მუსიკალური გაფორმება მიიჩნია და ბილი აილიშს საუკეთესო, ორიგინალური სიმღერის ნომინაციაში გამარჯვებულის ჯილდო გადასცა. თავად ფილმმა, განსაკუთრებული კინემატოგრაფიული და კომერციული წარმატება ოქროს გლობუსით აღნიშნა.

81-ე კინოდაჯილდოება წარმატებული აღმოჩნდა ლილი გლადსტონისთვის. მსახიობმა პირველი ოქროს გლობუსი, ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმით "ყვავილოვანი მთვარის მკვლელები" მოიპოვა.

ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულ ყოველწლიურ დაჯილდოებას - ოქროს გლობუსს კალიფორნიაში, სასტუმრო "ბევერლი ჰილტონმა" უმასპინძლა. წელს ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ ჯილდო კინოინდუსტრიის ოცზე მეტ წარმომადგენლებს გადასცა.

 

 

 

 

 

დღის ამბები