29 სექტემბერი 2024,   05:29
ვრცლად
გუდაური-კობის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

გუდაური-კობის გზაზე შეზღუდვები ძალაში რჩება. მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. დანარჩენი ტრანსპორტი თავისუფლად გადაადგილდება.

გარდა ამისა, გზების დეპარტამენტის ცნობით, ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია ფარავნის უღელტეხილი-ნინოწმინდის მონაკვეთზე.

შეზღუდვის მიზეზი ქარბუქი და ცუდი ხილვადობაა. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე მოძრაობა თავისუფალია.

დღის ამბები