03 ივლისი 2024,   13:29
ვრცლად
ტექსასის შტატის ერთ-ერთ ისტორიულ სასტუმროში აფეთქების შედეგად 21 ადამიანი დაშავდა

აშშ-ში, ტექსასის შტატის ერთ-ერთ ისტორიულ სასტუმროში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 21 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

მედიის ცნობით, აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია. როგორც "სიენენი“ წერს, დაშავებული 21 ადამიანიდან ერთი კრიტიკულ, ხოლო ოთხი მძიმე მდგომარეობაშია.

CNN-ის ინფორმაციით, სასტუმროში აფეთქება ბუნებრივმა აირმა გამოიწვია. დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები