29 სექტემბერი 2024,   05:25
ვრცლად
"ქართული თეატრი 2022-2023 წლებში" - ქართული თეატრის კვლევის ცენტრის ინფორმაციით, გაზრდილია წარმოდგენების, გაყიდული ბილეთებისა და მაყურებლის რაოდენობა

"ქართული თეატრი 2022-2023 წლებში" - ამ სახელწოდებით კვლევა ქართული თეატრის კვლევის ცენტრმა კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მოამზადა. ის მოიცავს 41 სახელმწიფო, მუნიციპალური და კერძო თეატრების ბოლო ორი წლის მონაცემებს.

კვლევაში წარმოდგენილია საქართველოს თეატრების რეიტინგები, წლის განმავლობაში დადგმული პრემიერების, წარმოდგენილი სპექტაკლების, გაყიდული ბილეთების, დამსწრე მაყურებლის, რეპერტუარში არსებული მოქმედი სპექტაკლების, დარბაზის დატვირთულობის, ადგილობრივი თუ საერთაშორისო გასტროლების მიხედვით.

ანგარიში ავლენს თითოეული თეატრის წამყვან სპექტაკლს, საპრემიერო დადგმების დაფინანსების წყაროებს და წლის ყველაზე პროდუქტიულ რეჟისორებს, მსახიობებს, სცენოგრაფებს, კომპოზიტორებს და ქორეოგრაფებს.

ირკვევა, რომ გაზრდილია წარმოდგენების რაოდენობა წლის განმავლობაში, ასევე გაყიდული ბილეთების და დამსწრე მაყურებლის რაოდენობა. მომატებულია ახალი სპექტაკლების სტატისტიკაც.

 

დღის ამბები