03 ივლისი 2024,   13:54
ვრცლად
ზელენსკი პოლიტიკურად მკვდარია, ის საკუთარი რეიტინგის შენარჩუნებაზე უფრო მეტად ზრუნავს, ვიდრე - სახელმწიფოებრიობაზე - რადას ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის მდივანი

რადას ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის მდივანი რომან კოსტენკო, ვოლოდიმირ ზელენსკის აკრიტიკებს.

პოლკოვნიკის თქმით, ზელენსკი უფრო მეტად ზრუნავს რეიტინგის შენარჩუნებაზე, ვიდრე - სახელმწიფოებრიობაზე. დეპუტატის თქმით, ომს ამდენი ჯარისკაცი არ უნდა ეწირებოდეს.

"ზელენსკი პოლიტიკურად მკვდარია, ის საკუთარი რეიტინგის შენარჩუნებაზე უფრო მეტად ზრუნავს, ვიდრე - სახელმწიფოებრიობაზე. ზელენსკის უნდა ესმოდეს, რომ მას მეორე საპრეზიდენტო ვადით არ აირჩევენ და უნდა ეცადოს, დარჩენილი დრო მაინც გამოიყენოს ეფექტურად, საკუთარი ქვეყნის სასარგებლოდ. მათ სურთ ტექნიკისა და საბრძოლო მასალის ნაკლებობის კომპენსირება მასობრივი მობილიზებით, ხალხით. დაგეგმილია მინიმუმ ნახევარი მილიონი უკრაინის მოქალაქის ფრონტზე გამოძახება. ომს ამდენი ჯარისკაცი არ უნდა ეწირებოდეს. თუ ბევრი უკრაინელი დავკარგეთ, მაშინ რატომ ვიბრძვით," - აცხადებს უკრაინის უმაღლესი რადას ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის მდივანი.

 

 

დღის ამბები