01 ივლისი 2024,   13:36
ვრცლად
მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტების შესყიდვას, ისევე როგორც რუსეთის მიერ ამ რაკეტების გამოყენებას - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და კიდევ 50-მდე სახელმწიფომ, მათ შორის საქართველომ, ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემა დაგმო.

"ჩვენ მკაცრად ვგმობთ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ექსპორტს და რუსეთის მიერ კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ბალისტიკური რაკეტების შესყიდვას, ისევე როგორც რუსეთის მიერ ამ რაკეტების გამოყენებას უკრაინის წინააღმდეგ 2023 წლის 30 დეკემბერსა და 2024 წლის ორ იანვარს", - ვკითხულობთ ერთობლივ განცხადებაში.

ოფიციალურ ტექსტში აღნიშნულია, რომ ამ იარაღის გადაცემა ზრდის უკრაინელი ხალხის ტანჯვას და მხარს უჭერს რუსეთის აგრესიულ ომს.

განცხადების ხელმომწერები მოუწოდებენ გაეროს ყველა წევრ სახელმწიფოს, შემოუერთდნენ რუსეთის და კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების უხეში დარღვევების დაგმობაში.

 

დღის ამბები